სვანეთის ქუჩაზე ბარაკული ტიპის სახლებს ხანძარი გაუჩნდა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სვანეთის ქუჩაზე ბარაკული ტიპის რამდენიმე სახლს ხანძარი გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრე-მაშველები. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია უწყებაში არ შესულა.

გარეკანი ფოტო: მთავარი არხი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები