ფოთში, ზღვაში სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა კიდევ ერთი
მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ორი არასრულწლოვანი ზღვაზე
საცურაოდ წავიდა და გაუჩინარდა. ერთი მოზარდის ცხედარი გუშინვე
იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: tabula.ge