ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც ადგილობრივი გამოცემა, „სამხრეთის კარიბჭე“ იუწყება, გარდაცვლილის ცხედარი თვითმხილველებმა შენიშნეს სოფელ ჩითახევთან, მტკვრის პირას არსებული საჯომარდო ბანაკიდან.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები