დე ფაქტო ყარაბაღი ცეცხლის შეწყვეტას და განიარაღებას დათანხმდა – მედია
დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, იტყობინება „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით:

„სასტიკი ბრძოლების ორი დღის განმავლობაში მიმდინარრეობდა. არცახის შეიარაღებული ძალების დანაყოფები გმირულად იცავდნენ თავს და დიდი დანაკარგები მიაყენეს მოწინააღმდეგეს, რომელიც რამდენჯერმე აღემატებოდა მათ ცოცხალი ძალითა და ტექნიკით. სამწუხაროდ, არცახსაც აქვს დანაკარგები, ჰყავს
დაჭრილები. ზოგ მონაკვეთზე მოწინააღმდეგემ მოახერხა თავდაცვის ძალების პოზიციების გარღვევა, რიგი სიმაღლეებისა და გზების სტრატეგიული კვანძების დაკავება“,
– ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო ყარაბაღის განცხადებით, სწორედ ამ მიზეზით, დე ფაქტო ხელისუფლებამ „მიიღო რუსული მშვიდობისმყოფელი მისიის ხელმძღვანელობის წინადადება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით“.

საბრძოლო მოქმედებები, რუსეთთან შეთანხმების თანახმად, უნდა შეწყდეს დღეს, 20 სექტემბერს, 13:00 საათზე.

განცხადებაში აგრეთვე ვკითხულობთ, რომ დე ფაქტო ყარაბაღის არმია განიარაღდება, ხოლო დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკა გავა.

გარდა ამისა, 21 სექტემბერს ქალაქ ევლაჰში აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებთან განხილული იქნება „რეინტეგრაციის“ და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებების უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების საკითხები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345