აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის
ინტეგრაციისთვის გეგმა უკვე მზად აქვს,
– ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის
ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიქმეთ
ჰაჯიევმა განაცხადა.
„შესაბამისმა სტრუქტურებმა შეიმუშავეს ყარაბაღის სომხური
სოციალ-ეკონომიკური ინტეგრაციის ფართო გეგმა“.
მისი თქმით, ბაქო მზად არის მთიანი ყარაბაღის მოსახლეობასთან
მოლაპარაკებისთვის და მათი ჰუმანიტარული საჭიროებების მოსასმენად.
ჰაჯიევის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანის ინიციატივა
იყო.