მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ
კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით 50 საკონფერენციო
და 50 საოფისე, გორგოლაჭებიანი, სკამი შეიძინა. მანრეულის მერიამ
საკონფერენციო სკამების შესაძენად ხელშეკრულება შპს „ჯეო გრუპ“-თან,
ხოლო საოფისე სკამების შესაძენად შპს „სავარძელი პლიუსი“-სთან
გააფორმა.
„ბატონო კენან, მოგეხსენებათ, კონსოლიდირებული ტენდერების
ფარგლებში ჩვენს მიერ შესყიდულ იქნა, როგორც საკონფერენციო, ისე
გორგოლაჭებიანი საოფისე სკამები, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა,
შესაბამისად ამისა შემხვედრი აუცილებელი ორგანიზაციული საჭიროებები
მოითხოვს ჩვენგან შესაბამისი რაოდენობების - 50 (ორმოცდაათი) ერთეული
გორგოლაჭებიანი საოფისე და 50 (ორმოცდაათი) ერთეული საკონფერენციო
სკამების სახელმწიფო შესყიდვას, რაზეც წარმოგიდგენთ წინამდებარე
საინიციატივო წინადადებას, მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა
გადაეწეროს თქვენდამი დაქვემდებარებულ საფინანსო საბიუჯეტო სამსახურს
შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით“. -
აღნიშნულია კონსოლიდირებული ტენდერის განმარტებით ბარათში
მანრეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 50
საკონფერენციო სკამში 2 825 ლარი გადაიხადა, ხოლო 50 საოფისე სკამი 12
725 ლარად შეიძინა.
ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანიები ვალდებული არიან მერიას სკამები
ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, 12 სექტემბრიდან, 15 დეკემბრამდე
პერიოდში ეტაპობრივად მიაწოდონ.