ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში 25 წლის მამაკაცი ბეტონის
გადამამუშავებელ საამქროში დაიღუპა.
არსებული ცნობებით, ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ დანადგარში
მოყვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნულ საამქროში
დასაქმებული იყო.
მომხდარის გამო, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ
მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე
მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.