რუსთავში 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მე-7-ე მკრ-ში
პოლიციამ მამაკაცი პირადი
ჩხრეკის მიზნით შეაჩერა.
მოგვიანებით გაირკვა რომ პირს ჩხრეკისას სავარაუდოდ ნარკოტიკული
საშუალება აღმოაჩნდა.
სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.