ყარაბაღში 19-20 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანმა
192 ჯარისკაცი დაკარგა.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ჯანდაცვის
სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ყარაბაღის რეგიონში ანტიტერორისტული
ოპერაციის ფარგლებში დაღუპულთაგან 180 თავდაცვის სამინისტროს
თანამშრომელი იყო,
12 კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომელი.
საბრძოლო მოქმედებებს დროს ასევე დაიღუპა ერთი მშვიდობიანი
მოქალაქე.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ანტიტერორისტული
ოპერაციის ფარგლებში აზერბაიჯანის არმიის 511 ჯარისკაცი და ერთი
მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.