დღეს, 28 სექტემბერს, სამტრედია – ლანჩხუთის გზაზე ავარია მოხდა.
თვითმხილველის თქმით, თავად 2 დაშავებული მგზავრი შენიშნა.
თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ადგილზე იმყოფებოდა როგორც სასწრაფო სამედიცინო სამსახური, ისე
პოლიცია.
შინაგან
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის
276-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო
საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას,
რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.