„მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი მაქვს, არასოდეს ვიყავი გაჭირვებული“ — ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ შვილთან ერთად სასწავლებლად სამთავრობო თვითმფრინავით ოჯახის პირადი ხარჯებით წავიდა და ამაში ბიუჯეტის ფული არ დაუხარჯავს.

„მე არასოდეს არ მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი ოჯახის პირადი მგზავრობა თუ სხვა რამ. არც ერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის წევრების მგზავრობაში, განსხვავებით თქვენი ბელადის, სააკაშილისგან.

მე შეგნებულად, მიზანმიმართლად გადავახდევინე ოჯახს იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი ჩვენი ხლეწერის — ჩვენ ბიუჯეტს არ ვიყენებთ პირადი მიზნებისთვის და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რა იყო გამეფებული აქ ათი წლის წინ, როცა მიხეილ სააკაშილი პირადი მიზნებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავდა“,
— თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, მისი ოჯახი „შეძლებულია“ და აქ დასამალი არაფერია.

„მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი მაქვს, მე არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული. მას შემდეგ, რაც მე დავამთავრე უნივერსიტეტი და პოლიტიკამდეც, მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ყველაზე მდიდარ ფონდს ვმართავდი. ჩემი ოჯახი არასდროს არ ყოფილა გაჭირვებული. ეს არ არის დამალული და არ არის სიახლე“, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშილის თქმით, მის ოჯახს აქვს დადასტურებული შემოსავლები და ეს ყველაფერი ასახული იქნება ქონებრივ დეკლარაციაში, რომელსაც ყოველწლიურად ავსებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები