20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა,
მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი,
ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ამის შესახებ ინფორმაციას
გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის
დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
„მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი
დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების
გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია
შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, - ნათქვამია
ინფორმაციაში.