956,9 მლნ ლარზე მეტი 9 თვეში - რომელმა ბანკებმა მიიღეს საკომისიოებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი
2023 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა საკომისიოებიდან 956 948 950 ლარი მიიღეს. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემებით, საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლის მოცულობით, Top-5 ბანკში შედის:
  • საქართველოს ბანკი – 451 341 149 ლარი
  • თიბისი ბანკი – 382 401 804 ლარი
  • კრედო ბანკი - 40 535 914 ლარი
  • ლიბერთი ბანკი – 38 399
    152 ლარი
  • ბაზის ბანკი – 11 191 800 ლარი
რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ საკომისიებით მიღებული თანხის მოცულობას, ასე გამოიყურება: ტერა ბანკი - 9 879 884 ლარი, ვითიბი ბანკი ჯორჯია – 74 554 ლარი, ხალიკ ბანკი საქართველო – 1 726 876 ლარი, პროკრედიტ ბანკი – 9 206 579 ლარი, სილქ ბანკი - 276 547 ლარი, ქართუ ბანკი - 5 720 704 ლარი, იშ ბანკი საქართველო - 2 921 658 ლარი, პაშა ბანკი - 1 973 601 ლარი, ზირაათ ბანკი - საქართველო - 1 296 593 ლარი, პეისერა ბანკი -2 125 ლარი.

2023 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა. აქედან ერთი, „პეისერა“ პირველი ციფრული ბანკია, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვეა ამოქმედდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები