სანქციების შედეგი - ოქტომბერში რუსეთში მხოლოდ 8 მანქანა გაიყიდა, ბელარუსში - 1
2023 წლის აგვისტო-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 33 მლნ აშშ დოლარიდან, 1.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. მიზეზი მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან, სანქციების ფარგლებში, საქართველოდან რუსეთში ამერიკული და ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტის აკრძალვაა.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლის ოქტომბერში რუსეთში 116.8 ათასი დოლარის ღირებულების მხოლოდ 8 მანქანა გაიყიდა, სექტემბერში - 304.8 ათასი დოლარის ღირებულების 26 მანქანა, აგვისტოში
- 781.8 ათასი დოლარის 85 ერთეული.

2022 წლის აგვისტო-ოქტომბერში კი საქართველოდან რუსეთში რეექსპორტზე 33.076 მლნ დოლარის ღირებულების 2 007 მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა. ცალკეული თვეების მიხედვით მონაცემები კი ასე გამოიყურება - 2022 წლის ოქტომბერში რუსეთში რეექსპორტზე 9.572 მლნ დოლარის ღირებულების 608 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, სექტემბერში 11.473 მლნ დოლარის ღირებულების 660 მსუბუქი ავტომობილი, აგვისტოში კი 12.030 მლნ დოლარის 739 ერთეული.

ცნობისთვის, ევროკავშირის მე-11 პაკეტის ფარგლებში 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტიც აიკრძალა. უფრო ადრე, ამავე წლის 1-ლი აგვისტოდან კი ამ ქვეყნებში ამერიკული მანქანების გაყვანა აიკრძალა.

რაც შეეხება ბელარუსს, ის საქართველოსთვის ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი არც აქამდე ყოფილა, თუმცა სანქციების შედეგად რაოდენობა კიდევ მეტად შემცირდა. კერძოდ, 2022 წლის აგვისტო-ოქტომბერში საქართველომ ბელარუსში 3.526 მლნ აშშ დოლარის 96 ავტომობილი გაყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 948.1 ათასი დოლარის 31 მანქანა.

რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 1.762 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების 89 102 მსუბუქი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 663 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 64 353 ერთეულის.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1