ცოლზე ძალადობის ბრალდებით პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცოლზე ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, 2023 წლის 26 ნოემბერს, რუსთავში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა ცოლზე – 1980 წელს დაბადებულ ქალზე და მას სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა დაზიანება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის შესახებ დაზარალებული ქალის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.

სამართალდამცველი ოჯახში ძალადობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს.

მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები