წელს საქართველოდან უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში ჯამში 104,4 ათასი ტონა კარტოფილი გაბრუნდა
მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოდან ჯამში, 104,4 ათასი ტონა კარტოფილი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდა.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემები მიხედვით, 2023 წელს პროდუქტი 5-ჯერ გაბრუნდა უკან - მიზეზი ყველა შემთხვევაში, სურსათის უვნებლობის მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა იყო.

უფრო კონკრეტულად, 24 ნოემბერს ლაგოდეხში, ბელარუსიდან მომდინარე, 21,5 ტონა კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება გაბრუნებას დაექვემდებარა. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა.

პროდუქტით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება ორჯერ გააბრუნეს უკან იანვარშიც. ერთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, 42 250 კილოგრამი კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც, პროდუქტი რუსეთის ფედერაციას უკან დაუბრუნდა. მეორე შემთხვევაში კი, საქართველომ ლარსის საბაჟოდან სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი 42 000 კგ კარტოფილი გააბრუნა უკან.

საბაჟო კონტროლის შემდგომ მცენარეული წარმოშობის ტვირთები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა თებერვალშიც, რომელთა შორის იყო კარტოფილი. შემოსავლების სამინისტროს ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 20 000 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტებში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

ასევე, მარტში, „საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი ჯამში 129.1 ტონა კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც კარტოფილი უკან, ექსპორტიორ ქვეყნებს დაუბრუნდათ.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები