აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთიდან ბაზარში საკუთარი
მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს შეიარაღებული პირები
დახვდნენ.
არსებული ინფორმაციით, ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ, ცოლ-ქმარს
ტელეფონი წაართვეს და გაკოჭეს.
ცოლ-ქმარი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას
გულისხმობს.