თბილისში გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრეს
თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთი დაჭრილი ადგილზე გამოძახებაზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

უწყების ცნობით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. მომხდარზე დამატებითი დეტალების გარკვევის შემდეგ სტატია განახლდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები