რუსეთის რამდენმა მოქალაქემ დააფუძნა კომპანია საქართველოში ბოლო 21 თვეში
პარლამენტის წევრმა თინა ბოკუჩავამ იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის რამდენმა მოქალაქემ დააფუძნა კომპანია საქართველოში.

როგორც საჯარო რეესტრის მიერ სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა, 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული 2023 წლის ნოემბრის პერიოდის ჩათვლით, საქართველოში დარეგისტრირდა 2 151 სუბიექტი, რომელთა წილის მესაკუთრედ ან/და დამფუძნებლად რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 2 625 მოქალაქე.

ამასთან, რეესტრის მონაცემებით, ბოლო თითქმის 2 წლის განმავლობაში, დარეგისტრირებულია 1 658 იურიდიული პირი, სადაც ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის სახით რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 1 711 მოქალაქე.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები