ნიკა მელია ახალ პარტიას აფუძნებს
ნიკა მელია აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დატოვების შემდეგ პარტიას დააფუძნებს თანამოაზრეებთან ერთად. მან ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის. ძალიან მალე დაფუძნდება. ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ მუშაობას ამ საკითხზე”, – თქვა მელიამ.

მისი თქმით, “ეს იქნება ყველაზე მართალი პარტია”, რომელზე შემდეგ უნდა დაფუძნდეს კვალიფიკაცია და ა.შ.

მელიამ კვლავ გააკრიტიკა ენმ-ის დღევანდელი მენეჯმენტი და ისაუბრა “არაფორმალურ მმართველობაზე”, რომლის უკანაც დავით კეზერაშვილს მოიაზრებს. მელიას არ გაუკრიტიკებია სააკაშვილი და თქვა, რომ პატიმარს უკან არავინ უნდა ამოეფაროს.

საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური, წარსულში კი მმართველი პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უკვე თვეებია, შიდა კონფლიქტის პირობებში მოქმედებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები