ამბროლაურის საკრებულოში ენმ-ის სამივე წევრმა პარტია დატოვა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამივე წევრი პარტიას ტოვებს.

საკრებულოს წევრების თქმით, ტოვებენ „კეზერაშვილის პირად პარტიას“ და ნიკა მელიას გუნდს უერთდებიან:

„არ ვნანობთ გასულ წლებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ვემსახურებოდით სიმართლეს და არასდროს გვიღალატია პრინციპებისთვის. ვნანობთ დაკარგულ ბოლო თვეებს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ბინძური მეთოდებით მიითვისეს აღზევებულმა მდაბიოებმა, ათას პარტიაზე გადამხტარმა ვაჭრებმა გამიზნულად ყველაფერი გააკეთეს პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციისთვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ნიკა მელიამ გუშინ, 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ბრიფინგზე გააკეთა მინიშნებები ენმ-ში ფულით მოპოვებულ არაფორმალურ გავლენებზე, აღნიშნა, რომ თავად უპირისპირდებოდა ამ პროცესს, თუმცა- უშედეგოდ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები