მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს. ამასთან,
დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია
ასახული.
კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30
სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში განზრახ მკვლელობის 27 და
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა.
მათგან უმეტესობა - 47 შემთხვევა გახსნილია. შსს-ს ინფორმაციით,
წინა
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით
ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი
4-ით მოიმატა.
დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში, დედის მიერ ახალშობილის
განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს აღნიშნული
დანაშაულის 3 ფაქტი აღირიცხა.
რაც შეეხება სიცოცხლის წინააღმდეგ სხვა დანაშაულებებს - უწყების
ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მკვლელობის მცდელობის 44 ფაქტი
გამოვლინდა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის კი -
36.
ამასთან, დარეგისტრირდა თვითმკვლელობამდე მიყვანის 982 შემთხვევა და
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 141 ფაქტი.