მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში სქესობრივი დანაშაულის 412
ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 272 გახსნილია.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია
ასახული.
კერძოდ, უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30
სექტემბრის ჩათვლით, გაუპატიურების 154 შემთხვევა დარეგისტრირდა,
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების - 54, პირის სხეულში
სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი
ქმედების იძულების - 22, თექვსმეტი წლის ასაკს
მიუღწევლის სხეულში
სექსუალური ხასიათის შეღწევის - 86, გარყვნილი ქმედების კი - 96.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში,
სქესობრივი დანაშაულის 396 შემთხვევა აღირიცხა, შესაბამისად,
აღნიშნული დანაშაული 4.04%-ით გაიზარდა.