2-ჯერ მეტი გზავნილი, ვიდრე ინვესტიცია - როგორია FDI-ს და ფულადი გზავნილების 5-წლიანი სტატისტიკა
საქართველოში ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 2-ჯერ აღემატება. კერძოდ, თუ ბოლო 5 წლის განმავლობაში (2023 წლის მონაცემები მხოლოდ 3 კვარტალს მოიცავს) ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 6,688 მლრდ დოლარი შეადგინა, ფულადი გზავნილების სახით 13,580 მლრდ დოლარი შემოვიდა.

ბოლო სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 3 კვარტალში საქართველოში განხორციელდა 1,388 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ფულადმა გზავნილებმა კი 2,239 მლრდ დოლარი შეადგინა, აქაც 2-ჯერ მეტი.

რაც შეეხება კონკრეტულად 2023 წლის მესამე კვარტალს, FDI-მ 316.0 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 61,5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების შემთხვევაში მხოლოდ 15,1%-იანი შემცირება ფიქსირდება, თუმცა თანხობრივად მესამე კვარტალში შემოსული გზავნილები - 871.9 მლნ დოლარი - ინვესტიციებს 2,7-ჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჯამურად თითქმის 6.8 მილიარდი დოლარით მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

ფულადი გზავნილები 2019-2023 წლები:
  • 2019 წელი - 1.733 მლრდ დოლარი
  • 2020 წელი - 1.885 მლრდ დოლარი
  • 2021 წელი - 2.349 მლრდ დოლარი
  • 2022 წელი - 4.372 მლრდ დოლარი
  • 2023 წლის 3 კვარტალი - 3.239 მლრდ დოლარი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2019-2023 წლები:
  • 2019 წელი - 1.354 მლრდ დოლარი
  • 2020 წელი - 595.3 მლნ დოლარი
  • 2021 წელი - 1.252 მლრდ დოლარი
  • 2022 წელი - 2.098 მლრდ დოლარი
  • 2023 წლის 3 კვარტალი - 1.388 მლრდ დოლარი

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები