სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ საჩივრების 97% მათ სასარგებლოდ დასრულდა - როგორია სტატისტიკა
ოქტომბერში სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ დაწრილი საჩივრების 97% მათ სასარგებლოდ დასრულდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლების მხრიდან, 2023 წლის ოქტომბერში ჯამში, 168 საჩივარი დაფიქსირდა, საიდანაც 163 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

ამასთან, 2023 წლის ოქტომბერში შესული 168 საჩივრიდან 156 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 8 - სალომბარდე სესხებს, ხოლო 1 საკრედიტო ბარათს.

რაც შეეხება პრეტენზიებს ხასიათის მიხედვით, აღნიშნული საჩივრებიდან 154 ადმინისტრაციულ მომსახურებაზე მოდის, 5 - სხვა გადასახდელებზე, ხოლო 4 - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე, 1- თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებულ ინფორმაციაზე.

ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშული პრეტენზიებიდან 163-ის განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 5-ს შემთხვევაში მიჩნეულია საფუძვლიანად და გადაწყვეტილია მომხმარებლის სასარგებლოდ.

ცნობისთვის, სესხის გამცემი სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წელს დაეკისრათ, რა დროსაც მათი რაოდენობა 11-ს შეადგენდა. ამ დროისთვის კი, ბაზარზე 165 სესხის გამცემი სუბიექტი ოპერირებს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები