პოლონეთში, ქალაქ ლოძში 25 წლის ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი შურისძიების მოტივით ერთ-ერთ კლუბში
ავტომობილით შევარდა.
შემთხვევის დროს კლუბმა 50 000 ზლოტის ზარალი
განიცადა.
25 წლის ქართველი სამართალდამცავებმა დააკავეს და მას 5 წლით
თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.