შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 3 კვარტლის
მონაცემებით ქვემო ქართლში 2023 წელს ავარიას 32 ადამიანი ემსხვერპლა.
მათივე მონაცემების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე
მუხლის მიხედვით, პირველ კვარტალში 101 ავარია მოხდა, მეორე კვარტალში
106, მესამე კვარტალში კი 120.
სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში ავარიის დროს 7 ადამიანი
დაიღუპა და 158 დაშავდა, მეორე კვარტალში 8 დაიღუპა და
145 დაშავდა.
ხოლო მესამე კვარტალში 17 დაიღუპა და 167 დაშავდა.
მომხდარი ავარიების რიცხვით ქვემო ქართლი საქართველოს რეგიონებში მე-4
ადგილზე იმყოფება.