საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიცია ცდილობს
ხალხს
ხელისუფლების მიმართ ზიზღი გაუღვივოს და ამის გამო პრორუსს ეძახის.
ამის შესახებ მან ისაუბრა პარლამენტში 2023 წლის საპარლამენტო
საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, როცა დეპუტატების კითხვებს
უპასუხა.
"რიტორიკულად რომ შევხედოთ, ჩვენს კოლეგებს თავი რომ
მოაქვთ, რუსეთისა და პრორუსულობის ძახილით. კომიკურად რომ იქციეს
თავი. როგორ ფიქრობთ, ეს ლეგიტიმაციის აღიარებაა, როდესაც ხალხის მიერ
არჩეულ ხელისუფლებას, მილიონ ამომრჩეველს ეძახი პრორუსს. რა
თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ?! ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და
ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მაგის მართლა გჯერათ.
ე.ი. არ გჯერათ, რადგან ასეთი ცივილური ურთიერთობა გაქვთ. და თუ არ
გჯერათ ამ ზღაპრის პრორუსულობასთან დაკავშირებით, რა დავარქვათ
ადამიანების ნერვებზე თამაშს, როდესაც ყოველდღიურად ზიზღს აღვივებთ
ხელისუფლების მიმართ, მისი ე.წ. პრორუსულობის გამო", -
განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის
დროს გააკრიტიკა ოპოზიციის საქმიანობა.