პოლონურმა „ლიტერატურული წიგნის ჟურნალმა” (პოლ. „Magazynu
Literackiego Książki”) ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი დაასახელა გასული
წლის დეკემბრის თვის საუკეთესო უცხოურ პროზაულ ნაწარმოებად.
21 თებერვალს დაჯილდოების ცერემონია 22-ედ გაიმართა ვარშავის
სახელმწიფო ბიბლიოთეკაში.
ივა ფეზუაშვილის რომანი „ბუნკერი” მწერლის ტრილოგიის („ფსკერის
სახარება”, „ბუნკერი”, „მასკარაფონე”) მეორე ნაწილია. „ბუნკერი”
რამდენიმე თვის წინ პოლონურად გამოიცა, ტექსტი პოლონურად თარგმნა
მაგდა ნოვაკოვსკამ.
„ბუნკერი” (გამომცემლობა „ინტელექტი”) „წინანდლის” (საუკეთესო
რომანი)
და „საბას” (საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ
ლიტერატურაში) პრემიებთან ერთად, გახდა გამარჯვებული „ევროკავშირის
ლიტერატურული პრემიისა”, რომლის შემდეგაც ნაწარმოები ითარგმნ(ებ)ა
ფრანგულ, სომხურ, პოლონურ და იტალიურ ენებზე.