რუსთავის საქალაქო სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
კაცს, რომელმაც ცოლი მოკლა. შემთხვევა 2023 წლის 26 სექტემბერს
ბოლნისში მოხდა. კაცი სამართალდამცველებმა მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ,
30 სექტემბერს დააკავეს.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით
დადასტურდა, რომ 2023 წლის 26 სექტემბერს ბოლნისში ბრალდებულმა
გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების
ნადაგზე მეუღლეს არასრულწოვანი შვილების თანდასწრებით დანით
მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად
დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – აცხადებენ
პროკურატურაში.
კაცს ბრალი წარდგენილი ჰქონდა 11 პრიმა 109-ე მუხლის თ, კ და მ
ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას,
ჩადენილს გენდერული ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით.