პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად
გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და
დამამძიმებელ გარემოებაში ძმის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული
დამნაშავედ ცნო.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით
დადასტურდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ კიბეში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით მოკლა
ძმა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს ბრალდებული, რომელსაც ბრალი
საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ"
ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების
აღკვეთა განუსაზღვრა.