პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რევაზ ჯაველიძე მთავრობის
ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
შესაბამისი ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბრძანებას კობახიძემ ხელი 29 თებერვალს მოაწერა. ჯაველიძე აღნიშნულ
თანამდებობას პირველი მარტიდან აღარ დაიკავებს.