ავტომომსახურება ძვირდება საქართველოში. აღნიშნულს მოწმობს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით, გაძვირებულია ავტომობილის შეკეთების და რეცხვის
ფასები.
უფრო კონკრეტულად, წლიურ ჭრილში გაძვირებულია:
- ავტომობილის რეცხვის გადასახდელი -
36.9%-ით;
- ავტომობილის შეკეთება - 15.4%-ით;
- ავტომობილის ზეთისა და ფილტრის შეცვლა -
5.2%-ით.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, გაზრდილია ზოგადად მსუბუქი
ავტომობილების ღირებულებაც. კერძოდ, ახალი მსუბუქი ავტომობილის ფასი
-
4.5%-ით, ხოლო მეორადი მოხმარების მსუბუქი ავტომობილის - 5.4%-ით არის
გაზრდილი.
რაც შეეხება სხვადასხვა ავტონაწილებს, ამ შემთხვევაში თებერვალში წინა
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასის კლება დაფიქსირდა.
- ავტომობილის სათადარიგო ნაწილები გაიაფდა -
5%-ით;
- ავტომობილის საბურავი გაიაფდა - 7.4%-ით;
- ავტომობილის აკუმულატორი გაიაფდა -
7.4%-ით.