შეშფოთებული ვართ საქართველოში რუსეთის გავლენით — აშშ-ის საჰაერო ძალების გენშტაბის უფროსი
აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში რუსეთის გავლენის გამო.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით გავლენას, რომელიც რუსეთს აქვს საქართველოში. ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული. გასულ კვირას შევხვდი ჩემს კოლეგებს ნატოში. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად იმ
ერების სუვერენიტეტისთვის, რომლებიც არიან ნატოს პარტნიორები, ისევე როგორც უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე ევროპაში“,
— განაცხადა ჩარლზ ბრაუნმა.

მან არ უპასუხა კითხვას, საქართველოში მიმდინარე პროცესები რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე.

„მე არ ვარ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები. მაგრამ, იცით, ჩემი, როგორც სამხედროს გადმოსახედიდან, ეს ეხება სხვადასხვა ერების მოქალაქეების უსაფრთხოებასაც“, — თქვა მან.

წყარო:
ნეტგაზეთი

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345