საქართველოში, მიმდინარე წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, 2500-მდე
ჩინური კომპანიაა (ან ჩინური კაპიტალის მონაწილეობით) რეგისტრირებული,
საიდანაც 1400-მდე ბიზნეს სუბიექტის საქმიანობა უცნობია.
ამის შესახებ bpn-ისთვის საქსტატიდან მოწოდებული ინფორმაციიდან
ირკვევა. სტატისტიკის თანახმად, დარგების მიხედვით, ყველაზე მეტი
კომპანია (მათ შორის, ვისი საქმიანობაც ცნობილია) საბითუმო და საცალო
ვაჭრობითაა დაკავებული, რომელსაც მოსდევს რესტორნები და საკვები
მომსახურებები.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ დარგების
ათეულს,
სადაც ყველაზე მეტი ჩინური კომპანიაა რეგისტრირებული:
- საბითუმო ვაჭრობა - 200-მდე
- საცალო ვაჭრობა 100-მდე
- რესტორნები და საკვები მომსახურებები - 71
- არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა - 56
- სხვა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში -
33
- საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა -
33
- ტურისტული სააგენტოების საქმიანობები - 31
- სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები
რესტორნებით 25
- საპარიკმახეროების და სხვა სილამაზის სალონების
მომსახურება 15
- გამაჯანსაღებელი საქმიანობები 14