„ნაციონალური მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი
პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“
დააფუძნეს.
ყრილობაზე გაერთიანებას ახალი წევრები შეურთდნენ:
- გია ჯაფარიძე – პოლიტოლოგი;
- ლაშა ბაქრაძე – ისტორიკოსი;
- ანა მოსაძე – სამოქალქო აქტივისტი;
- თამარ კორძაია – დამოუკიდებელი დეპუტატი;
- არმაზ ახვლედიანი – დამოუკიდებელი დეპუტატი;
- ლაშა დიაროვი – სამოქალქო აქტივისტი.
„გავერთიანდეთ ჩვენ პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივად
აქტიურ პირებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და რაც მთავარია,
ახალგაზრდებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად დაგვანახეს ერთიანობის
ძალა. ეს არის ის, რითაც ჩვენ გავიმარჯვებთ, რაც ჩვენ გვაძლევს ძალას.
ახლა ჩვენი ვალია, ეს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ“,
– განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
პარტიის ყრილობაზე.
ყრილობაზე სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანების ახალი წევრები.
„გადავწყვიტე, გადავდგა ეს ნაბიჯი, იმიტომ, რომ მგონია,
რომ დღეს ალტერნატივა არ აქვს ერთიანობას. აქედან მინდა მოვუწოდო
ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას, პოლიტიკურ პარტიებს,
აქედან მინდა მათ გავუგზავნო ეს გზავნილი, ახლა არის დრო ერთიანობის.
ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენ გადაგვარჩენს ერთიანობა“
– განაცხადა გია ჯაფარიძემ.
„სწორედ ამიტომ, შევუერთდი ამ ჯგუფს ადამიანებისა,
რომლებსაც მე მჯერა, რომ უნდათ არამხოლოდ რომელიმე ერთი პარტიის
გამარჯვება, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება ამ დიდ
ბრძოლაში“ – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ პლატფორმის
პრეზენტაციაზე.