სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი 2 300 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ჩიკაშუამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და 2 300 ლარით დააჯარიმა.

ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან 14 მაისს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შარშანაც დააკავეს და სისხლის სამართლის წესით დამნაშავედ ცნეს. გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ის პრეზიდენტმა შეიწყალა.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები