საქართველოს მთავრობა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას
ფინანსური დახმარების სახით 200 000 ლარს გამოუყოფს.
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”
საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ა(ა)იპ – საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიისათვის ფინანსური დახმარების
(200,000.00 (ორასი ათასი)
ლარი) გაწევის მიზნით,
განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები „უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული
ასიგნებებიდან”, – ნათქვამია დოკუმენტში.
განკარგულება 9 ივლისით თარიღდება და მას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი
კობახიძე აწერს ხელს.