აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე მარნეულში მედიას და სამოქალაქო სექტორს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატებისის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, აზრა ზეიამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა მარნეულში გამართა. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე რადიო „მარნეულს“ ესტუმრა, მოისმინა ინფორმაცია მედიაორგანიზაციის ისტორიის, მუშაობისა და გამოწვევების შესახებ.

"პირველ რიგში, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რადიო მარნეულის მუშაობამ და გამორჩეულმა სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოვლენების ობიექტურ გაშუქებას რეგიონებში. შეერთებული შტატები
თვლის, რომ ძლიერი დემოკრატია მოითხოვს სამოქალაქო მონაწილეობას, ყველა ეთნიკური უმცირესობის თემისა და მარგინალიზებული მოსახლეობის ჩართვას და აყვავებულ თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას. თუმცა ასევე, სახელმწიფო მდივნის მოადგილის რანგში, საქართველოში ჩამოვედი, რათა გადმომეცა შეერთებული შტატების სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის ე.წ. უცხოური გავლენის კანონისა და მთავრობის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციის შესახებ, რამაც ძირი გამოუთხარა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზას და ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან.
ჩვენ ვრჩებით საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებების მხარდამჭერად და მჯერა, რომ შეერთებული შტატების მსგავსად, საქართველოს მრავალფეროვნება მისი სიძლიერეა. დიდი მადლობა
". - განაცხადა აზრა ზეიამ რადიო "მარნეულთან" საუბრისას

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ასევე შეხვდა უფლებადამცველ სამირა ბაირამოვას და ქალთა უფლებადამცველ ლეილა სულეიმანოვას.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში 9 ივლისს ჩამოვიდა. დღეს, 13 ივლისს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა მარნეულში გამართა, რის შემდეგაც სომხეთში გადაინაცვლა. აზრა ზეიას ვიზიტი სომხეთში 17 ივლისამდე გაგრძელდება.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები