2024 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების
მოცულობამ 281.1 მლნ აშშ დოლარი (794.3 მლნ ლარი) შეადგინა,
რაც 20.9%-ით (74.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივნისის
ანალოგიურ მაჩვენებელზე - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს
ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს
პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში
თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული
წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 96.6% მოდიოდა.
გთავაზობთ, Top-10 ქვეყანას, საიდანაც 2024 წლის ივნისში ყველაზე დიდი
რაოდენობით თანხა გადმოირიცხა:
- რუსეთი - 48.841 მლნ დოლარი
- აშშ - 47.751 მლნ დოლარი
- იტალია - 45.769 მლნ დოლარი
- გერმანია - 22.442 მლნ დოლარი
- საბერძნეთი - 21.834 მლნ დოლარი
- ისრაელი - 19.505 მლნ დოლარი
- ყაზახეთი - 10.774 მლნ დოლარი
- თურქეთი - 8.120 მლნ დოლარი
- ესპანეთი - 5.994 მლნ დოლარი
- ირლანდია - 5.454 მლნ დოლარი
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.2
მლნ აშშ დოლარი (79.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივნისის
(29.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.0%-ით
ნაკლებია.