შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1976 წელს
დაბადებული მ.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხონის
მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1990 წელს დაბადებულ
თ.ფ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა“, –
ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.