გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისს დასავლეთ
საქართველოში,
აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია
წვიმა, ზოგან ძლიერი. აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონებში - ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა,
ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა
მდინარეებზე შესაძლებელია
წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და
მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს. (აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონებში საფრთხის დონე მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე -
საშუალო).