თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე, „გუდვილის”
მიმდებარე ხიდზე, 2-16 აგვისტოს განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა
ნაწილობრივ შეიზღუდება.
„აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის”
მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმიური
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის
განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ
შეიზღუდება”, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.