წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის 38-მა მოქალაქემ აიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ
ვებ-გვერდზე ავრცელებს.
კერძოდ, როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, 2024
წლის 1-ელ და მე-2
კვარტალში, საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის 19-19 მოქალაქემ
აიღო.
ცნობისთვის, 2024 წლის 1-ელ ნახევარში ქვეყანაში ჯამში, 3 461 მართვის
მოწმობა გაიცა.