ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის” განცხადებით,
ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება. ამის
შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრმა”
სერგეი შამბამ რუსულ სახელმწიფო გამოცემასთან “რია ნოვოსტი”
ინტერვიუში განაცხადა.
“რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, საუბარი არაა იქ
სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე”, - განაცხადა
შამბამ.
მისი თქმით, ოკუპირებულ აფხეზეთსა და რუსეთს შორის არსებობს მრავალ
გეგმური “სახელმწიფოთაშორისი” თანამშრომლობა და
მისი ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ნაწილი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა.
ცნობისთვის, აქამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან
ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირის ყურეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო
ძალების მუდმივი დისლოცირების პუნქტი გაიხსნება და შესაბამისი
შეთანხმება უკვე გაფორმებულია.