სერგეი შამბა აცხადებს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის” განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრმა” სერგეი შამბამ რუსულ სახელმწიფო გამოცემასთან “რია ნოვოსტი” ინტერვიუში განაცხადა.

“რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, საუბარი არაა იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე”, - განაცხადა შამბამ.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხეზეთსა და რუსეთს შორის არსებობს მრავალ გეგმური “სახელმწიფოთაშორისი” თანამშრომლობა და
მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა.

ცნობისთვის, აქამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირის ყურეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი დისლოცირების პუნქტი გაიხსნება და შესაბამისი შეთანხმება უკვე გაფორმებულია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456