86 წლის ასაკში მსახიობი, მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს.
"პანაშვიდი კვირას და ორშაბათს, დაკრძალვა სამშაბათს, 13
აგვისტოს (თბილისის ზღვის სასაფლაო, მარიამ ეგვიპტელის სახელობის
ტაძრის წინ, სარიტუალო დარბაზი)". - წერს Facebook-ზე
მსახიობის შვილი, შორენა მახარაძე.
მედეა ლორთქიფანიძე პოპულარულ სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში მანანას
როლს ასრულებდა.