დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თსუ-მ და ჯანდაცვამ მემორანდუმი გააფორმეს
ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მემორანდუმი მიზნად ისახავს, საქართველოში, სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.

„დოკუმენტში, მხარეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია განსაზღვრული. მემორანდუმი მიზნად ისახავს, საქართველოში, სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული თანამშრომლობა შექმნის მეცნიერულად დასაბუთებულ, მყარ საფუძველს საქართველოს სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების, ოჯახის სტაბილურობის სტრატეგიული
მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისთვის.

ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-დემოგრაფიული პროცესების ანალიზის მიზნით, უნივერსიტეტი, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოფს სამეცნიერო პოტენციალს, მათ შორის სტუდენტთა და დოქტორანტთა მონაწილეობას ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსა და პროგრამებში. ასევე, ხელს შეუწყობს შეხვედრებს, საჯარო გამოსვლებსა და ლექციებს“,
– ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456