ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მემორანდუმი მიზნად ისახავს,
საქართველოში, სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და
უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.
„დოკუმენტში, მხარეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული
მიმართულებებია განსაზღვრული. მემორანდუმი მიზნად ისახავს,
საქართველოში, სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
აღნიშნული თანამშრომლობა შექმნის მეცნიერულად დასაბუთებულ, მყარ
საფუძველს საქართველოს სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების, ოჯახის
სტაბილურობის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების
განსაზღვრისთვის.
ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-დემოგრაფიული პროცესების ანალიზის
მიზნით, უნივერსიტეტი, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოფს
სამეცნიერო პოტენციალს, მათ შორის სტუდენტთა და დოქტორანტთა
მონაწილეობას ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსა და პროგრამებში. ასევე,
ხელს შეუწყობს შეხვედრებს, საჯარო გამოსვლებსა და
ლექციებს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს
განცხადებაში.