დღეს სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ეწვევიან
დღეს, 9 აგვისტოს, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

მათივე ინფორმაციით, სენატორი და კონგრესმენი
გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

„შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456